Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი  განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  საქართველოს განათლების,   მეცნიერების,   კულტურისა  და   სპორტის მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის N75694 ბრძანების და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 25 ნოემბრის №31121/10, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს   ,,სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    (შემდგომში    -    ,,უნივერსიტეტი”)    სტუდენტებისათვის    პროგრამის
,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“ თანდართული სახით (დანართი N1).
2. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის   სემესტრის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის         ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის    საგანმანათლებლო    პროგრამაზე    ერთიანი    ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის, აქტიური სტატუსის მქონე    შესაბამისი საფეხურის სტუდენტების ოდენობის გათვალისწინებით ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 113 სტუდენტი; 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 149 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 90 სტუდენტი; 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  - 209 სტუდენტი;
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  -  57 სტუდენტი; 
ვ) იურიდიული ფაკულტეტი  -  110 სტუდენტი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი  -  50 სტუდენტი.

3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
4. ფაკულტეტებმა  დასაფინანსებელ სტუდენტთა სია  პირადობის  მოწმობის  ასლისა და ანგარიშის  ნომრის  ამონაწერით  საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული  ვერსია excel ფორმატი) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში 2022 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია