Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N127/2013 დადგენილების პირველი პუნქტით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის  3 ივნისის N3 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის“ მე-17 მუხლის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2022 წლის 28 ნოემბრის არჩევნების საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 08 ნოემბრის N338/01-01 ბრძანებით დამტკიცებული საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის)   2022 წლის 28 ნოემბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე   წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომა მოწვეულ იქნეს 2022 წლის 05 დეკემბერს.
2. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის)  პირველი სხდომა გაიმართოს უნივერსიტეტის I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში, 18:00  საათზე.
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა და  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
5. ბრძანება   ძალაში  შედის   კანონმდებლობით          დადგენილი     წესით, გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე  ბრძანება  დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის    საქალაქო      სასამართლოს      ადმინისტრაციულ      საქმეთა      კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია