Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 35-ე მუხლის 41 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, 291-ე მუხლის, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლ. საღინაძის 2022 წლის 29 ნოემბრის N31426/10, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2022 წლის 30 ნოემბრის N31495/28, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის გ. ღვედაშვილის 2022 წლის 30 ნოემბრის N31549/10, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გ. ღაღანიძის 2022 წლის 30 ნოემბრის N31580/29, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნ. გაფრინდაშვილის 2022 წლის 30 ნოემბრის N31552/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის ს. დუნდუას 2022 წლის პირველი დეკემბრის N31696/30, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თ. ზარანდიას 2022 წლის პირველი დეკემბრის N31621/31-05, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დ. კორძაიას 2022 წლის პირველი დეკემბრის N31629/32, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ა. კუკულავას 2022 წლის პირველი დეკემბრის N31666/10, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნ. ლაცაბიძის 2022 წლის პირველი დეკემბრის N31613/10, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ი. გრძელიძის 2022 წლის პირველი დეკემბრის N31709/10,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ. გაგოშიძის 2022 წლის 2 დეკემბრის N31766/26 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების პროექტის შემუშავების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფიშემდეგი შემადგენლობით:
ა) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ბ) თამარ დოლბაია- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) მანანა ლობჟანიძე -ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) თამარ ზარანდია -იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) გია ლობჟანიძე-  მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) მზია წერეთელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
2. სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელი აირჩევა სამუშაო ჯგუფის მიერ, სამუშაო ჯგუფის პირველ    სხდომაზე,    სამუშაო    ჯგუფის    სიითი    შემადგენლობის    უმრავლესობით.
3. წინამდებარე    ბრძანების    პირველი    პუნქტით    განსაზღვრულ    სამუშაო    ჯგუფს მიენიჭოს უფლებამოსილება პროფესორთა ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების პროექტის შემუშავება და თავისი საქმიანობის შედეგები წარუდგინოს რექტორს.
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
5. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია