Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’   საქართველოს კანონის   მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის   №135 ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  25-ე მუხლის,  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“     სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   აკადემიური საბჭოს 2022 წლის 15 ნოემბრის №102/2022 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფისა და აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი ბრეგვაძე   - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ბ) ხათუნა ლორია   - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  კახაბერ ლორია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

დ) მირანდა მიქაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებთა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ე) ლალი ჩიკვილაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია), კომისიის წევრი;
ვ) სალომე ჩიტიშვილი - ფსიქოლოგიისა და გაანთლების მეცნიერებთა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, კომისიის წევრი;
ზ) ნოდარ ხოდელი - მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
თ) ვასილ ბარამიძე -  იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
ი) მერი კაპანაძე - იურიდიული დეპარტამენტის   წამყვანი      სპეციალისტი,      კომისიის წევრი.

2. ბრძანების      ყველასათვის      ხელმისაწვდომ      ადგილზე      განთავსება      დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების  შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია