Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის 2022 წლის 04 აგვისტოს N19207/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,13. პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი
1.მირანდა ხაჩიძე - ორგანულ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე  NN: 303, 304, 305 ოთახებში   და - ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე   N305 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი;
2.ნინო  ქავთარაძე    -  ქიმიური    ეკოლოგიის  ლაბორატორიის  უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე NN: 301, 302, 306-317 ოთახებში  და  N316 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი;
3.ზაზა მოლოდინაშვილი   - ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე NN: 405-415 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
4.გიორგი წინწკალაძე - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-2 სართულზე მდებარე NN: 209- 215 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
5.ნაზი    კლარჯეიშვილი        -    აგრარული    ქიმიის    ლაბორატორიის    მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-2 სართულზე მდებარე NN:201-207, 217 ოთახებში და N204 ოთახში არსებულ  ძვირფას  ლითონებზე პასუხისმგებელი პირი;
6.ზურაბ ჩუბინიშვილი - მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე NN401, 402, 403, 404, 417 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
7.გოდერძი   ბალხამიშვილი      -   სამეურნეო   სამსახურის   უფროსი,   ინსტიტუტის ბალანსზე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე პასუხისმგებელი პირი;
8.მურთაზი გურგენაძე - უფროსი ინჟინერი, ადმინისტრაციული კორპუსში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და კორპუსის მე-2 სართულზე მდებარე ბუღალტერიის ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი;
9.ვახტანგ გაბუნია   - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-2 სართულზე და რენდგენის ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
10.ირინა  მჭედლიშვილი      -  ნავთობის  ქიმიის  ლაბორატორიის  მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე N407 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი;
11.ნანული დოლაბერიძე  - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-2 სართულზე მდებარე N209 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი;
12.ნანული ხოტენაშვილი - მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე N401 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე