Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


2022 წლის 20 დეკემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის N580 დადგენილება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“, რომლის პირველი მუხლის თანახმად ,,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვროს უქმე დღეებად.“

ხსენებული დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერსიტეტის ცალკეული პერსონალის მიმართ უკვე გამოცემული იყო შესაბამისი ბრძანებები პერსონალის კუთვნილი    შვებულებით სარგებლობის თაობაზე, რომლებიც 2023 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის   პერიოდს მოიცავს, როგორც საშვებულებო დღეებს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, უნივერისტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  იმ  ბრძანებების  კანონმდებლობასთან  შესაბამისობაში  მოყვანის მიზნით, რომლებიც გამოცემულია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N580 დადგენილების    ძალაში შესვლამდე და ადგენს ცალკეული პერსონალის საშვებულებო პერიოდს, რომელშიც ჩათვლილია აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეებიც და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N580 დადგენილების პირველი მუხლის, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ” და ,,პ” ქვეპუნქტების  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ შესაბამის ბრძანებებში და პერსონალის შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვროს 2023 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის პერიოდის უქმე დღეებად ჩათვლის გათვალისწინებით.
2.   დაევალოს წინამდებარე ბრძანების პერსონალის პირად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
3.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა ყველა სტუქტურული ერთეულისათვის.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე