,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, უნივერსიტეტის საგარეო ურიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას 2022 წლის 20 დეკემბრის N33659/10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან/და წარმომადგენლის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტის (სტუმრადყოფნის) პროტოკოლის/წესის შემუშავების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) სალომე დუნდუა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
ბ) მარიამ მკერვალიშვილი - მედიცინის ფაკულტეტის უცხოელ სტუდენტთა მომსახურების მენეჯერი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
გ) თეიმურაზ პაპასქირი -ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (სამეცნიერო დარგში), პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
დ) ეკატერინე ფირცხალავა - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
ე) კობა ყალიჩავა - იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
ვ) თამარ ჭელიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფაკულტეტის სამსახურის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
ზ) მერაბ ხოხობაია - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი: თ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
ი) მამუკა აბესაძე - საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
ლ)ლელა კვინიკაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
მ) ლიკა კილაძე - იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ჯაბა სამუშია