„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანებაში:
ა) „1.1.“ პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 11 იანვარი - 8 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 15 – 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 1 - 10 იანვარი, 23 თებერვალი - 5 მარტი.
ბ) „1.2.“ პუნქტის „ე.გ“, „ე.დ“ და „ე.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 3 ოქტომბერი - 31 დეკემბერი; 9-21 იანვარი;
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 23 იანვარი - 9 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 15- 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ე.ე) არდადეგები - 23 თებერვალი - 5 მარტი.“
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ჯაბა სამუშია