,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ნუტრიციოლოგიის საბაზისო კურსი“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 22 დეკემბრის N373/01-01 ბრძანების, რექტორის 2023 წლის 18 იანვრის N9/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 18 იანვრის N840/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ნუტრიციოლოგიის საბაზისო კურსი“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 39 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 450 ლარის ოდენობით; თსუ-ის თანამშრომლებისათვისა და სტუდენტებისათვის - 350 ლარით;
2. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი -70 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე