Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის,54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების   და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივი ბრძანების,   წარმომადგენლობითი  საბჭოს  სამდივნოს  უფროსის  გიორგი  ოქიტაშვილის 2023 წლის 21 თებერვლის  N4500/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები .,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური    პროექტების    დაფინანსების    წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2020 წლის 31 იანვრის  N24/02-
01 ბრძანების პირველი პუნქტით  დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესში(შემდგომში - ,,წესი’’)’’ :


ა) წესის მე-2 მუხლის მე - 6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -

„6. წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ. მიმდინარე კალენდარული წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 7 მარტისა, 15 აპრილის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 11 მაისისა, 1 ოქტომბრის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა - არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.“


ბ) წესის  მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
,,8. საბჭო თითოეულ სტუდენტურ პროექტს დაუყოვნებლივ გადასცემს უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს წერილობითი დასკვნის (ინფორმაციის) მომზადების მიზნით. უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის წერილობითი დასკვნა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროექტის ბიუჯეტის და ამ მხრივ პროექტის განხორციელების ვადების რეალურობასა და შესრულების შესაძლებლობის თაობაზე. უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტი ვალდებულია, წარუდგინოს საბჭოს თითოეულ პროექტზე შესაბამისი წერილობითი დასკვნა ამ მუხლის მე-6 პუნქტით სტუდენტური პროექტების წარმოდგენისათვის განსაზღვრული  ვადის ამოწურვიდან  არაუგვიანეს 8 დღის ვადაში.’’.


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის       ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი          გიორგი შამათავა