Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ”  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის  მე-9 პუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის  დასაკავებლად კანდიდატის  შერჩევის  მიზნით  კონკურსის   გამოცხადების   შესახებ“  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის  N22/2023 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  თანამდებობის  დასაკავებლად გამოცხადებული  კონკურსის  ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით  დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაია ჭელიძე - კომისიის  თავმჯდომარე,  პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ბ) მაია მეტრეველი - კომისიის წევრი, თსუ  კანცელარიის საქმის წარმოების განყოფილების უფროსი;
გ) ლიკა კილაძე - კომისიის  წევრი, იურიდიული დეპარტამენტის  წამყვანი სპეციალისტი.
2.    დაევალოს   კომისიას    მიიღოს    თსუ-ს   კანცელარიის    წესით     შემოსული პრეტენდენტების განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია, უზრუნველყოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის  შემოწმება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2023 წლის 27 თებერვლის   N22/2023   დადგენილებით  დამტკიცებულ  მოთხოვნებთან მიმართებაში  და შემოწმებული  დოკუმენტაცია წარუდგინოს  აკადემიურ  საბჭოს არაუგვიანეს 2023 წლის 14 მარტის 10 საათისა.
3. ბრძანების დაინტერესებული პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების თსუ  ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია