„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანების „1.1.“ პუნქტის „გ.ა“ და
„გ.ბ“ და „1.2“ პუნქტის „ვ.ა“ და „ვ. ბ“ ქვეპუნქტებში:
ა) „1.1.“ პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 6 თებერვალი -11 მარტი; გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი – 12 მარტი;“
“
ბ) 1.2“ პუნქტის „ვ.ა“ და „ვ. ბ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 6 თებერვალი -11 მარტი;
„ვ. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი – 12 მარტი;“
“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია