Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2023 წლის 21 მარტის N7466/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  საქართველოს  დემოკრატიული  რესპუბლიკის  (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად (1 ვაკანსია).
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოეთხოვება: 
ა) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო/სამეცნიერო-კვლევით სფეროში ჰუმანიტარული/პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით;
გ) იცოდეს თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, საქართველოს კანონი „ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება.
4. აპლიკანსტს უნდა ჰქონდეს: 
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) უხელმძღვანელოს და წარმართოს განყოფილების საქმიანობა;
ბ) გაანაწილოს  მოვალეობები  განყოფილების  თამანშრომლებს  შორის,  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, განსაზღვროს მათ ფუნქციები და მისცეს დავალებები;
გ) ხელი მოაწეროს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) მოამზადოს წლის განმავლობაში განყოფილებაში გაწეული ანალიტიკურ-კვლევითი საქმიანობის დეტალურ ანგარიში, შეიმუშავოს განყოფილების მომავალი წლის კვლევითი მუშაობის მიმართულებები და წარუდგინოს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
ე) უხელმძღვანელოს და უშუალოდ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის (1918-1921წწ) საარქივო მასალის დამუშავებაში;
ვ) ორგანიზება გაუწიოს განყოფილებისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ვ) კონკურსით    გამოცხადებული    ვაკანსიის    დაკავების    შემთხვევაში    აპლიკანტმა პერსონალის    მართვის   დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს   ცნობა   ,,სქესობრივი თავისუფლებისა    და     ხელშეუხებლობის     წინააღმდეგ     მიმართული     დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;
7. კონკურსში    მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა    განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრული საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან    გასაუბრებას    (კონკრეტული    თარიღი    და    დრო    ეცნობებათ    წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2023 წლის 27 მარტიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი).
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  საქართველოს  დემოკრატიული  რესპუბლიკის  (1918- 1921წწ.)   შემსწავლელი   ცენტრი-ბიბლიოთეკის   განყოფილების   გამგის   (I   კატეგორის  მთავარი  ბიბლიოთეკარი)  შესარჩევად  კონკურსის  გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში.
11.  საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 10 აპრილისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე