Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  372 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2023 წლის 31 მარტის N8683/10   წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2023  წლის 30 მარტის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე  გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

გამოყენებითი და ექსპერიმენტალური  გეოფიზიკის სექტორი
ვახტანგ არაბიძე  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) -1 საშტატო ერთეული მალხაზ  გიგიბერია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) -0,5 საშტატო ერთეული

დედამიწის ფიზიკისა და  გეომაგნეტიზმის სექტორი
ალექსანდრე გვენცაძე - მეცნიერი თანამშრომელი(4 წლის ვადით) - 0,5 საშტატო ერთეული

სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტოფების რისკის სექტორი
თამარ  შუბლაძე -  მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) -1 საშტატო ერთეული ნაზი ტუღუში - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი
მიხეილ ფიფია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7  წლის ვადით) -1 საშტატო ერთეული

2.დაევალოს    პერსონალის    მართვის    დეპარტმენტს    არჩეულ    პერსონალთან    შრომითი ხელშეკრულებების  გაფორმება
3.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   ჯაბა სამუშია