Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის    დეპარტამენტის     უფროსმა    ნათელა   ლაცაბიძემ    (დოკუმენტი    N9055/10;
04.04.2023წ), მიმართა თსუ  რექტორს, იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო ჯგუფის ერთ- ერთი წევრი, თსუ  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე გათავისუფლდა  აღნიშნული  პოზიციიდან და  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე  დამტკიცდა ბ-ნი შოთა ფოთოლაშვილი.

ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის2022 წლის 6 დეკემბრის N360/01-01 ბრძანებაში შევიდეს  ცვლილება და სამუშაო ჯგუფის
კომისიის წევრად, ირმა გრძელიძის ნაცვლად დაფიქსირდეს შოთა ფოთოლაშვილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლის,   ,,უმაღლესი  განათლების შესახებ’’  საქართველოს  კანონის  22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 35-ე მუხლის  41 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   დამტკიცების  თაობაზე’’   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, 291  -ე მუხლის,  პერსონალის მართვის დეპარტამენტის  უფროსის ნ. ლაცაბიძის 2023 წლის 4 აპრილის N9055/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების  პროექტის შემუშავების მიზნით  სამუშაო  ჯგუფის შექმნის  თაობაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 6 დეკემბრის N360/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) შოთა ფოთოლაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი’’;
2.   დაევალოს    უნივერსიტეტის     კანცელარიას    წინამდებარე     ბრძანების      გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.   ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებგვერდზე      განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია