Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-4 მუხლისა და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის 2023 წლის 05 მაისის N11965/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად  შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - რექტორი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის უფროსი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 
გ) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;
დ)  ზაზა  სხირტლაძე  -  ხელოვნების  ისტორიისა  და  თეორიის  სასწავლო  სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;
ე) ზურაბ გაიპარაშვილი - თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;
ვ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ზ) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
თ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ი) გიორგი ღაღანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი; 
კ) სალომე დუნდუა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ლ) მაია ბიწკინაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
მ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი.

2. განისაზღვროს სათათბირო ხმის უფლების მქონე ექსპერტები და კონსულტანტები: 
ა) შალვა მიქელაძე - არქიტექტორი;
ბ) ნიკოლოზ სეფისკვერაძე - არქიტექტორი; 
გ) თამარ ამაშუკელი - არქიტექტორი;
დ) ლალი ანდრონიკაშვილი - ხელოვნებათმცოდნე; 
ე) ლევან კალანდარიშვილი - არქიტექტორი;
ვ) ნინო ჩაჩხიანი - არქტექტორი;

3. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლევან კერესელიძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 
ბ) ირმა აბრამიშვილი - შესყიდვების განყოფილების უფროსი;
გ) ანეტა მერკვილიშვილი - შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ) ნათია აბასაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

4. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომის თავჯდომარეობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
5. დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს საკონკურსო განცხადებების ტექსტისა და შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
7.   ბრძანების   დაინტერესებული   პირებისათის   გადაცემა   დაევალოს   უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი          ლაშა საღინაძე