Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 26 აპრილის N12/04 ერთობლივი ბრძანების და ელეფთერ ანდრონიკაშვილის       სახელობის ფიზიკის       ინსტიტუტის დირექტორის   გელა გელაშვილის 2023 წლის 17 მაისის   N13133/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2023 წლის 15 მაისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს      სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულში-ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოთ ჩამოთვლილი პირები:

ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილება
რევაზ ბერაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომლი - 1.0 საშტატო ერთეული

ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის  განყოფილება
სოფიო ხმიადაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება არჩეულ პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ელეფთერ  ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი     ჯაბა სამუშია