Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულელის 2023 წლის 23 თებერვლის N43/02-01 ბრძანებების, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო უფროსის, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მდივნის გიორგი ოქიტაშვილის 17.05.2023წ. N13249/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ
2023 წლის 16 მაისის N81 სხდომის ოქმით გამარჯვებულად გამოვლენილი 46 პროექტი (დანართი N1).
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს თანხების ხარჯვა განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან.
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საფინანსო დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე