Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 მაისის N12173/28, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 მაისის N12120/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 მაისის N12256/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 10 მაისის N12340/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 18 მაისის N13264/26, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 22 მაისის N13624/31-05, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 10 მაისის N12329/27 და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის 2023 წლის 05 მაისის N12070/29  წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში     2023-2024     სასწავლო     წლისათვის     ერთიანი     ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;    
3.ბრძანების    ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსებისა   და    შესაბამისი სტრუქტურული     ერთეულებისათვის     გადაცემის     უზრუნველყოფა    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.    
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.    

 

რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია