Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი     განათლების შესახებ’’       საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის  იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის      წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-4   მუხლის პირველი პუნქტის, მე-14    მუხლის პირველი პუნქტის,    მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,ო’’ ქვეპუნქტების, მე-9    და მე-12 პუნქტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 23 მაისის N13835/10  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ჰიმნის ტექსტის (ლექსის) კონკურსის საფუძველზე შერჩევის მიზნით დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)   გიორგი შავერზაშვილი - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, კომისიის წევრი;
ბ)   ლიანა ჭონიშვილი - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტის მიმართულების ხელმძღვანელი,  პროფესორი,  საქართველოს  საგუნდო  საზოგადოების  თავმჯდომარე, კომისიის წევრი;
გ)  მაია ვირსალაძე - კომპოზიტორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი, სსიპ - თბილისის     ვანო     სარაჯიშვილის     სახელობის     სახელმწიფო     კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)  გიორგი ლობჟანიძე - მწერალი, კომისიის წევრი;
ე)  პაატა ნაცვლიშვილი - მწერალი, პოეტი, კომისიის წევრი;
ვ)  ჯაბა სამუშია -  უნივერსიტეტის რექტორი, კომისიის წევრი;
ზ) ლაშა საღინაძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
თ)  გიორგი  შამათავა  -  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  მოადგილე, კომისიის წევრი;
ი)  ნინო უგრეხელიძე - უნივერსიტეტის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
კ)  თორნიკე  ცინაძე    -    უნივერსიტეტის  კულტურისა  და  სპორტის  დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, კომისიის წევრი;
ლ) ვასილ დოლიძე -   უნივერსიტეტის   კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების    ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ,,უნივერსიტეტი 2“-ის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი:
მ)  ლაშა მიროტაძე   - უნივერსიტეტის   კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების მომღერალთა გუნდის  ,,კაპელას’’ ხელმძღვანელი,   კომისიის წევრი;
ნ) საბა ლოლაძე - უნივერსიტეტის სტუდენტი, კომისიის წევრი; 
ო) ნიკა სამხარაძე - უნივერსიტეტის სტუდენტი, კომისიის წევრი.


2. დაევალოს     უნივერსიტეტის     კანცელარიას     წინამდებარე     ბრძანების     გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი     ჯაბა სამუშია