Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ“   საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,   52-ე  მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“   საქართველოს განათლებისა   და      მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით     დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-8 პუნქტის „ა“ და   „ო“   ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საზოგადოებასთან  ურთიერთობის  დეპარტამენტის  უფროსის  2023  წლის     23  მაისის N13835/10  წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ჰიმნის   დამტკიცების   მიზნებისათვის    ჰიმნის   ტექსტის   (ლექსის) კონკურსის საფუძველზე შერჩევის პროცედურა“ (დანართი N1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია