Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-
14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების   ინსტიტუციონალური   კოორდინატორის   წერილის   (N   14633/10; 31/05/2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების   მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 1 ივნისს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) შოთა  ფოთოლაშვილი,  თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ქეთევან ხუციშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ირინე  დემეტრაძე,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი, აკადემიკოსი   ჯაბა სამუშია