Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტისა და ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2023 წლის  30 მაისი №14459/28 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. „ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2008 წლის 27 თებერვლის №12/01-01 ბრძანების პირველი პუქტით დამტკიცებულ №2 დანართში  შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი №2).
2. დაევალოს  კანცელარიას  ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს     საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს     ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია