Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა   მინისტრის   2021   წლის   31   დეკემბრის   N364   ბრძანებით   დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის და თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის-ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2023 წლის 07 ივნისის N15281/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ -ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული  ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1 -ის ,,ბ“ თავის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. თსუ-ის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი
2.1. გიორგი ბერიძე - დირექტორის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;
2.2. გიორგი ჭიჭინაძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - კომისიის წევრი;
2.3. ელენე ახმეტელი -  საინფორმაციო სამსახურის სპეციალისტი - კომისიის წევრი; 
2.4. ირმა კოპალეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი.“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე