Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის No135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N33/01-01 ბრძანებაში და მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:


„41. 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის წერილობითი მომართვის შემთხვევაში, შესაძლებელია მის მიერ სწავლის საფასურის დავალიანება სრულად იქნეს დაფარული უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული დამატებითი გამოცდების ვადის დასრულებამდე.“

2. უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება და     სტუდენტებისთვის წინამდებარე ბრძანების და ამ ბრძანების მოკლე შინაარსის  სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით და პირად მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნა.

3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი  ჯაბა სამუშია