Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2023 წლის   9 ივნისს  სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი     საბჭოს     გადაწყვეტილებით     (ოქმი          N5) შინაგანაწესში შევიდა  გარკვეული  ცვლილებები,  კერძოდ,  მე-8  მუხლის  მე-3  პუნქტის თანახმად,   ,,პერსონალს, რომელსაც   ჰყავს   სკოლამდელი   ან   სასკოლო   (დაწყებითი საფეხურის) ასაკის  ბავშვი,  ან  შშმ/სსსმ     ოჯახის  წევრი , ასევე,  თუ  არსებობს  სხვა განსაკუთრებული ობიექტური  გარემოება,  უფლება  აქვს,  უშუალო  ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სამსახურში გამოცხადდეს დადგენილზე ნახევარი  საათით  გვიან,  ან  სამუშაო  ადგილი  დატოვოს  დადგენილზე ნახევარი საათით ადრე“ . ხსენებული ცვლილების ძალაში შესვლამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერსიტეტის ცალკეული პერსონალის მიმართ გამოცემული იყო ,,ნახევარსაათიანი შეღავათის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ“ ბრძანებები 2023 წლის 9 ივნისამდე მოქმედი   შინაგანაწესის  მიხედვით, რომელთა ა/წ 9 ივნისს დამტკიცებული შინაგანაწესის ცვლილებეთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის” პირველი მუხლის მე-2 ნაწილის,   სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი  საბჭოს    2023 წლის    9 ივნისის    N5 სხდომაზე დამტკიცებული   ,,სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ მე-8 მუხლის მე-3  პუნქტის,  ,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  23-ე მუხლის პირველი  პუნქტის  და  24-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ზ”  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 15 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ზოგიერთი პერსონალისთვის   ნახევარსაათიანი შეღავათის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 9 ივნისამდე გამოცემულ ბრძანებებში და აღნიშნულ პერსონალს ნახევარსაათიანი შეღავათით სარგებლობის უფლება მიენიჭოს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ მოქმედი რედაქციის    მე-8   მუხლის   მე-3   პუნქტის   -   ,,პერსონალს,   რომელსაც   ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხურის) ასაკის ბავშვი, ან შშმ/სსსმ ოჯახის წევრი, ასევე, თუ არსებობს სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, უფლება    აქვს,    უშუალო    ხელმძღვანელთან    შეთანხმებით,    ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სამსახურში გამოცხადდეს დადგენილზე ნახევარი საათით გვიან, ან სამუშაო ადგილი დატოვოს დადგენილზე ნახევარი საათით ადრე“ შესაბამისად.
2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა ყველა სტუქტურული ერთეულისათვის.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე