Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების    შესახებ”    საქართველოს    კანონის    მე-2    მუხლის    ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე- 3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს   განათლებისა   და   მეცნიერების   მინისტრის     2013 წლის     11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 ივნისის N16645/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტში   სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესით დადგენილი სტუდენტური პროექტების წარმოდგენისა და განხილვის       (დაფინანსების)       ვადებისაგან       ერთჯერადად       განისაზღვროს ქვემოთმოცემული ვადები:

ა) სტუდენტური პროექტების მიღების ვადა - 22-29 ივნისი;
ბ) საფინანსო დეპარტამენტის წერილობითი დასკვნის (ინფორმაციის) მომზადების ვადა - 30 ივნისი, 3 ივლისი;

გ) სტუდენტური პროექტების დაფინანსების მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადა - არაუგვიანეს 10 ივლისი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის      ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს  მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე