Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 22 ივნისის N150/02-01 ბრძანების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2023 წლის 27 ივნისის N17429/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა ხელშეწყობის/დასაქმების პროგრამის ,,აუდიოსახელმძღვანელოები“ ფარგლებში სტუდენტთა შესარჩევად - 10 ვაკანსია.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურ სტუდენტებს.

3.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თსუ სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დანართი 1), 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 7 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს დასაქმება ბიბლიოთეკაში.

4. შერჩევა მოხდება აუდიო ჩანაწერის მოსმენის საფუძველზე.

5. აუდიო ჩაწერისათვის სტუდენტებს მიეცემათ ტექსტი ქართულ ენაზე და მის წასაკითხად გამოეყოფათ დრო - 5 წუთი, აუდიო ჩაწერის დრო და თარიღი სტუდენტებს ეცნობებათ წინასწარ.

6. შერჩეულმა სტუდენტებმა, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარადგინონ ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის     წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’.

7. შერჩეული სტუდენტების შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების ოდენობა დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დროს.

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (დანართი 2);

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023  წლის  25 ივლისისა.

11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ბიბლიოთეკა, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე