Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 04 ივლისის N18288/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ საგანში მომზადებისთვის (კურსის ხანგრძლივობა: 2023 წლის 01 ოქტომბერი - 2024 წლის 01 ივლისი) წლიური საფასური 2023-2024 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა – 1200 ლარის ოდენობით;

ბ) ლიტერატურა – 1200 ლარის ოდენობით;

გ) ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) - 1200 ლარის ოდენობით;

დ) უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) – 1200 ლარის ოდენობით;

ე) მათემატიკა – 1200 ლარის ოდენობით;

ვ) ისტორია – 1200 ლარის ოდენობით;

ზ) სამოქალაქო განათლება – 1200 ლარის ოდენობით;

თ) ფიზიკა – 1200 ლარის ოდენობით;

ი) ქიმია – 1200 ლარის ოდენობით;

კ) ბიოლოგია – 1200 ლარის ოდენობით;

ლ) გეოგრაფია - 1200 ლარის ოდენობით;

2. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსზე ცალკეულ საგანში ჯგუფის გახსნისთვის აბიტურიენტთა რაოდენობა ჯგუფში განისაზღვროს მინიმუმ 4 მსმენელით.

3. ცალკეულ საგანში კურსის მოცულობა განისაზღვროს 140 საათით;

4. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში აბიტურიენტთა მოსამზადებლად დადგინდეს შეღავათები კურსის ღირებულების გადახდისას შემდეგი ოდენობით:

ა) აბიტურიენტებს საგნების არჩევისა და მომზადების შემთხვევაში, დაუდგინდეს სწავლის საფასურის სამ (3) ეტაპიანი გადახდის წესი, სწავლის გადასახდელი თანხის ოდენობის გადანაწილება სამ (3) ეტაპად განხორციელდეს შემდეგნაირად: ა.ა.) პირველი ეტაპის გადახდა განხორციელდეს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე, 2023 წლის 01 ოქტომბრამდე;

ა.ბ.) მეორე ეტაპის გადახდა განხორციელდეს 2024 წლის 03 იანვრიდან 15 იანვრამდე;

ა.გ.)მესამე ეტაპზე, გადასახდელი თანხის მესამე ნაწილი დაიფაროს 2024 წლის 01 აპრილიდან 15 აპრილამდე;

ბ) გადასახდელი თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში აბიტურიენტს/ წარმომადგენელს თანხის დასაფარად გაეგზავნოს შეტყობინება/გაფრთხილება და დამატებითი გადახდის ვადა განესაზღვროს დადგენილი ეტაპობრივი გადახდის ვადიდან არაუგვიანეს ორი (2) კვირის განმავლობაში. დამატებით დადგენილი ორ (2) კვირიანი ვადის ამოწურვის შემდგომ, სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აბიტურიენტი ამორიცხული იქნება აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსიდან და შეუწყდება ხელშეკრულება;

გ) აბიტურიენტის მიერ ერთი (1) საგნის არჩევისა და მომზადების შემთხვევაში, ერთი საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 1200 ლარის ოდენობით;

დ) აბიტურიენტის მიერ ორი (2) საგნის არჩევისა და მომზადების შემთხვევაში, ერთი საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 1100 ლარის ოდენობით;

ე) აბიტურიენტის მიერ სამი (3) ან/და ოთხი (4) საგნის არჩევის და მომზადების შემთხვევაში, ერთი საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 950 ლარის ოდენობით;

ვ) სოციალურად დაუცველი, დედით და მამით ობოლი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მყოფი აბიტურიენტის მიერ ორი (2) ან/და მეტი საგნის არჩევისა და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით;

ზ) ერთი ოჯახიდან ორი (2) ან/და მეტი აბიტურიენტის კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში, აბიტურიენტის მიერ ორი (2) ან/და მეტი საგნის არჩევისა და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 80% - ის ოდენობით;

თ) თსუ-ის თანამშრომლების და მათი შვილებისათვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზრვოს საერთო ღირებულების 70%-ის ოდენობით;

ი) ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსზე შესაძლებელია აბიტურიენტის ინდივიდუალურად მომზადება; აბიტურიენტის მიერ ინდივიდუალურად მომზადების შემთხვევაში, ერთი საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 4000 ლარის ოდენობით.

5. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა მოსამზადებლად თითოეული მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);

6. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

7. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე