Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2023 წლის 25 ივლისის N20617/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს მიღება 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“.

2. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ - 10 ვაკანტური ადგილით.

3. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ მიღების ვადები:

ა) საბუთების მიღება - 1-25 აგვისტო;

ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (C1 დონე) – 30 აგვისტო;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 1 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 4 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი;

ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 6-8 სექტემბერი;

ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 11-14 სექტემბერი;

თ) საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 15 სექტემბერი.

4. განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ის რექტორის სახელზე;

ბ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (2500-3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს:

ბ.ა) დისერტაციის სათაურს;

ბ.ბ) კვლევის მიზნებს;

ბ.გ) კვლევით კითხვას/კითხვებს;

ბ.დ) ჰიპოთეზას;

ბ.ე) კვლევის მეთოდოლოგიას;

ბ.ვ) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.

გ) ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;

დ) სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ე) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ზ) ფოტოსურათი (3x4) - ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

თ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლები (თსუ-ის კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

ი) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

კ) ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა:

1. ნათია ლაპიაშვილი - (კომისიის თავმჯდომარე);

2. თამაზ ზუბიაშვილი;

3. დანიელა ურსე;

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავებრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

 

რექტორი, აკადემიკოსი  ჯაბა სამუშია