Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 58-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის, ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და თსუ-ის ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2023 წლის 01 აგვისტოს N21714/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარებისა და საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 26 ივლისის N193/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყობში, მატერიალური პირის შეცვლის გამო, ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დადგენილ ვადებში ჩატარების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოს სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, შეიქმნას საინვენტარიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მიქაბერიძე აკაკი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი (საფინანსო საკითხებში)-კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ვაჩნაძე მერაბი - მედიცინის ფაკულტეტის მენეჯერი, კომისიის წევრი;

გ) ბერაძე ნათია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინ ისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია), კომისიის წევრი;

დ) არდაშელია ალექსი - იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ე) ბაკაშვილი მარიამი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია), კომისიის წევრი;

ვ) შუბითიძე თამარი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი, კომისიის წევრი.

2. დაევალოს ზემოაღნიშნულ კომისიას მიმდინარე წლის 03 აგვისტოდან 04 სექტემბრის ჩათვლით, უზრუნველყოს თსუ-ის საწყობში განთავსებული, ბალანსზე რიცხული და ყოფილი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ელგუჯა ობოლაძის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქონების სრული აღწერა, ინვეტარიზაცია და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა. კომისიას დაევალოს ასევე აღწერილი ქონების გადაბარება თსუ-ის საწყობში ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე