Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ვ,“,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ინსატიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის 2023 წლის 31 ივლისის N 21315/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სპეციალისტის (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი) თანამდებობაზე.

2. კონკურსი ჩატარდეს სპეციალისტის (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი) ერთ საშტატო ერთეულზე.

3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:

ა) ორგანიზებულობა;

ბ) მოტივირებულობა;

გ) წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;

დ) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;

ე) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

ვ) ოპერატიულობა;

ზ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

თ) სხარტი, კომპლექსური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

ი) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;

კ) დასაბუთების უნარი;

ლ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

მ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;

ნ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

4. აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (Europass ფორმატში, დოკუმენტების PDF ვერსია ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი, განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

დ) ქართული და ინგლისური ენების (ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი დონე - არანაკლებ B2, სასურველია C1) სრულყოფილი ცოდნა;

ე) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ვ) სასურველია უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამოცდილების (არანაკლებ 1 აკადემიური სემესტრისა) დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

ზ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილების (პრიორიტეტულია უმაღლესი განათლების სფერო) ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ცნობა სამსახურიდან და სხვა).

თ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში, საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;

ი) რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან;

კ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);

ლ) სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება აპლიკანტის განათლების, გამოცდილებისა და მოტივაციის შესაბამისობა ვაკანსიასთან (არაუმეტეს 2 გვერდისა).

5. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა იწარმოებს 3 ეტაპად:

ა) განაცხადების განხილვა, რომლის შემდეგ მოხდება დაკავშირება მხოლოდ წერითი ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან;

ბ) წერითი ეტაპი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

გ) ზეპირი გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან, რომლის საფუძველზეც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიის მიერ.

6. აპლიკანტები, ვისი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, გაივლიან წერით ეტაპს (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ), წერითი შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.

7. აპლიკანტები წერითი ეტაპის გადალახვის შემდეგ, შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;

8. შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება თვეში 820 ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით), სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.

9. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტის (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2023 წლის 4 სექტემბრისა და კომისიის მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;

10. საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „ევროპული კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტი (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი).“

11. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.geზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში;

12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი).

14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე