Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის  პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის , 57-ე მუხლის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების     მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  მოადგილის  2023 წლის  1 აგვისტოს N21757/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის 21 ივლისის  N20323/27, სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის  2 აგვისტოს   N21882/30, ეკონომიკისა  და  ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის მოადგილის 2023 წლის 10 ივლისის  N18724//29, იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის  25 ივლისის   N20711/31-05, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის  მოვალეობის შემსრულებლის   2023 წლის 21 ივნისის N16797/32 და 14 ივლისის N19479/32, ფსიქოლოგიისა და  განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის   2023 წლის  28 ივლისის N21187/26 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.განისაზღვროს   სსიპ    – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში       2023-2024 სასწავლო      წლის       შემოდგომის       სემესტრში დოქტორანტურის  საგანმანათლებლო    პროგრამებზე     ვაკანტური     ადგილები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის (დანართი  N1) შესაბამისად.
2.ბრძანების   უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3.ბრძანების   ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე   განთავსებისა   და  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის   გადაცემის     უზრუნველყოფა    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება  ძალაშია გამოცემისთანავე.


ჯაბა სამუშია  რექტორი, აკადემიკოსი