Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის No135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N33/01-01 ბრძანებას მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „71 “ და „72 “ პუნქტები:

„71 . პირველსემესტრელ სტუდენტს, რომლის დედმამიშვილიც ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის და აკადემიურ რეგისტრაციაზე დაშვების უფლება გააჩნია სწავლის სემესტრული საფასურის არანაკლებ 1/2 ნაწილის დაფარვის საფუძველზე.

72 . პირველსემესტრელ მაგისტრანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე აქვს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვების ობიექტური შესაძლებლობა, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის და აკადემიურ რეგისტრაციაზე დაშვების უფლება გააჩნია სწავლის სემესტრული საფასურის არანაკლებ 1/4 ნაწილის დაფარვის საფუძველზე.“

2. უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება და სტუდენტებისთვის წინამდებარე ბრძანების და ამ ბრძანების მოკლე შინაარსის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით და პირად მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნა.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე