Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის   პირველი პუნქტის და   24-ე   მუხლის    პირველი  პუნქტის     ,,ა’ ’, ,,ზ’’   და     "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების   მე-15  მუხლის    პირველი  პუნქტის,  მე-16 მუხლის  პირველი   პუნქტის   ,,ა’’,   ,,ვ’’,   ,,ზ’’,    ,,ნ’’   და    ,,პ”   ქვეპუნქტების  , თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის     22 სექტემბრის      N268/02-01 და   მატერიალური რესურსების მართვის   დეპარტამენტის  უფროსის  იოსებ  სოფრომაძის   2023 წლის  20 სექტემბრის  N 27136/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის და ხარჯთაღმრიცხველის შესარჩევად.
2.მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველის და ხარჯთაღმრიცხვლის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1500 (ათასხუთასი) ლარით ( საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით ), შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.
3.აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის მინიმალური 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ტექნიკური ზედამხედველის მოვალეობის შესრულების გამოცდილება ბოლო 1 წლის განმავლობაში;
გ) მაღალ დონეზე  უნდა  ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Excel, სასურველია ასევე AutoCad-ის ცოდნა.
4.აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
გ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე)  ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
ვ)  მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ზ) სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

5.   ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალებები) შესრულება :
1)   სამშენებლო  ტექნოლოგიების,   შესრულებული    სამუშაოების მოცულობების პროექტთან    და    ნორმატიულ-ტექნიკურ    დოკუმენტებთან     შესაბამისობის
კონტროლი;
2)   მშენებლობაში  მონაწილეთა მიერ  საპროექტო დოკუმენტაციის  მოთხოვნების შესრულების, სამშენებლო ნორმების და წესების,  სახელმწიფო სტანდარტების, ტექნიკური პირობების  და სხვა იმ ნორმატიული  დოკუმენტების შესრულების კონტროლი, რომლებიც ეხება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების  ხარისხს და შესრულების ტექნოლოგიას;
3)   გამოყენებული მასალების მოცულობების პროექტთან და ნორმატიულ- ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლი;
4)   სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების პროცესში იმ შეუსაბამობების და დეფექტების  გამოვლენა, რომლებიც ეწინააღმდეგება სამშენებლო ნორმებს და წესებს, სახელმწიფო სტანდარტებს და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებს. მათი ფოტოფიქსაცია და განკარგულების გაცემა მათ აღმოფხვრაზე. განკარგულების სრულად  და  დროულად  შესრულების  კონტროლი, რაც აუცილებლად  უნდა დაფიქსირდეს სამუშაოთა წარმოების ჟურნალში;
5)   მშენებლის   მიერ  ლაბორატორიული  კვლევების  და  გაზომვების  ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტების შესაბამისად;
6)   გამოყენებული  კონსტრუქციების,  ნაკეთობების,  მასალების და  დანადგარების ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტების (ტექნიკური  პასპორტის, სერტიფიკატის,  ლაბორატორიული გამოცდის შედეგების და ა.შ.) შემოწმება;
7)   კონტრაქტის     ფარგლებში   განხორციელებული     სამშენებლო    სამუშაოების ხარისხის ყოველდღიური კონტროლი, მშენებლობაში   მონაწილეთა   მიერ შესრულებული სამუშაოების  მოცულობების კონტროლი;
8)   სამუშაოთა შესრულების  ფარული აქტების შემოწმება და შედარება ფაქტიურად შესრულებულ      მოცულობებთან.      რეალურად     შესრულებული     ფარული სამუშაოების    აქტების     დამოწმება    ხელმოწერით    და    მათში    მოყვანილი
სამუშაოების დასრულების თარიღის მითითებით;
9)   შესრულებული  სამუშაოების აღრიცხვა და ზედამხედველობის ყოველდღიური ჟურნალის წარმოება;
10) შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში  („ფორმა №2“) მოყვანილი  სამუშაოების  მოცულობების   შედარება  ხარჯთაღრიცხვასთან   და ფაქტიურად   შესრულებულ   სამუშაოებთან  და  შემდგომ  მათი  დადასტურება (სამშენებლო   კომპანიის    მიერ   შუალედური   სამუშაოების   დოკუმენტაციის გადმოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში);
11) დასრულებული  სამუშაოების  მოცულობების  ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის კონტროლის უზრუნველყოფა. ასევე დასკვნის მომზადება აღნიშნული  პროექტით მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით,  რის საფუძველზეც გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტები;
12) სამუშაოთა  შესრულების  გრაფიკის  კონტროლი და  საჭიროების  შემთხვევაში დამკვეთთან შეთანხმებით  მისი ოპტიმიზაცია;
13) პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროებისას დამკვეთის ინფორმირება; 
14) ხარჯთაღრიცხვაში   ახალი   სამუშაოს    შეტანის    შემთხვევაში    მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების დადგენა  შესაბამის  ნორმატიულ  დოკუმენტებზე და  საშუალო საბაზრო ფასებზე დაყრდნობით;
15) მშენებელი  ორგანიზაციისაგან   შრომის  უსაფრთხოების   და  გარემოსდაცვითი წესების დაცვის მონიტორინგი და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
16) ექსპლუატაციაში     გასაშვები      სისტემების     (მაგ.     გათბობის)      გამოცდის უზრუნველყოფა  და შესაბამისი აქტების შედგენაში მონაწილეობა;
17) მშენებლობის   მიმდინარეობის    შესახებ    დამკვეთისათვის   ყოველკვირეული ანგარიშის  მიწოდება  წერილობითი  ფორმით. ასევე, ყოველთვიური შემაჯამებელი  ტექნიკური ანგარიშების მიწოდება;
18) პროექტის  მონაწილე მხარეებთან  ოფიციალური  წერილობითი  კომუნიკაციის წარმოება სამუშაოთა  შეჩერების,  შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი თუ  რისკის ფაქტორის წარმოქმნისთანავე;
19) სამუშაოთა   შემსრულებლის   მიერ   ობიექტის/დანადგარების  ექსპლუატაციის წესების (სადაც რელევანტურია) დამკვეთისთვის გადაცემის კონტროლი.

6.    ხარჯთაღმრიცხველის  პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს  მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების  (ძირითადი  მოვალებები) შესრულება :
1) ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის სარემონტო ობიექტის  უშუალო   ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე გასარემონტებელი მოცულობების აზომვების განხორციელება;
2) გასარემონტებელი ობიექტის ოთახების (აუდიტორიების, ლაბორატორიების ან სხვა დანიშნულების ფართების) სქემატური აზომვითი ნახაზის შედგენა;
3) ობიექტზე ჩასატარებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის (სასურველია რესურსული  მეთოდით) შედგენა;
4) ხარჯთაღრიცხვის შეთანხმება გასარემონტებელი  ობიექტის ხელმძღვანელობასთან;
5) ტენდერის  ჩატარების შემდეგ გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველისათვის  ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების მდებარეობის მითითება  ობიექტზე, სქემების შედგენაში დახმარება, გაურკვეველობის/პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში საკითხის  გადაწყვეტის  გზების მოძიება და შეთანხმება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან (ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, შესრულების ვადების კორექტირება და ა.შ.)


7.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე; CV ქართულ ენაზე  (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
ბ)  განათლების დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა); 
ე) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის  ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ  (ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა პოზიციის დაკავების შემთხვევაში);
ვ) მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი.


8.   კონკურსში    მონაწილეობის   მსურველი   აპლიკანტის   შერჩევა  განხორციელდეს სააპლიკაციო  პაკეტის   განხილვის   საფუძველზე    საკონკურსო   კომისიის    მიერ.
აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,   წინასწარი    შეტყობინების   საფუძველზე    შესარჩევ   კომისიასთან
გაივლიან   გასაუბრებას  (კონკრეტული  თარიღი და  დრო ეცნობებათ  წინასწარ).გასაუბრების  შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
9.   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური   რესურსების    მართვის          დეპარტამენტის    ტექნიკური ზედამხედველის  და ხარჯთაღმრიცხველის  შესარჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1).
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ   უნდა იქნეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 10 ოქტომბრის   ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge   სათაურის  ველში უნდა მიეთითოს    „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველი ან ხარჯთაღმრიცხველი".
11. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.
12. ბრძანება    სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის და ხარჯთაღმრიცხველის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  -  www.tsu.ge და ასევე ინტერნეტ  სივრცეში.
13. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
14. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო   დეპარტამენტი,    პერსონალის   მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა