Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის  მე-53 პუნქტის, 522 -ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნტებისა, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის  პირველინაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის   წესდების    მე14 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის  „ა“,  „ბ“,  „ო“  და  „პ“  ქვეპუნქტების,  მე-9 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2023 წლის 21 სექტემბრის  MES 9 23 0001213778 ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 28 სექტემბრის  N28370/28, სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის   2023 წლის  27 სექტემბრის   N28117/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის   2023 წლის  28 სექტემბრის   N28160/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 28 სექტემბრის 28362/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 26 სექტემბრის N27932/26, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2023 წლის 28 სექტემბრის  N28225/27, იურიდიული ფაკულტეტის
დეკანის 2023 წლის 28 სექტემბრის 28329/31-01 წარდგინებების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩაირიცხონ     სსიპ       – ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში    2023-2024 სასწავლო   წელს    საქართველოს   განათლებისა    და მეცნიერების მინისტრის  2023 წლის  21 სექტემბრის  MES 9 23 0001213778 ბრძანებით ერთიანი ეროვნული   გამოცდების   გავლის  გარეშე  ჩარიცხვისა   და   დაფინანსების უფლებამინიჭებული პირები დანართი N1 შესაბამისად (დანართი N1);

2. ჩაირიცხოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში  2023-2024  სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების  მინისტრის 2023 წლის 21 სექტემბრის  MES 9 23 0001213778 ბრძანებით ერთიანი  ეროვნული  გამოცდების   გავლის  გარეშე ჩარიცხვის   უფლებამინიჭებული პირი დანართი N2 შესაბამისად (დანართი N2);
2.  ბრძანების   დაინტერესებული  პირებისათვის   გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია