Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების  შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე  მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  მე-100 მუხლის  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის –ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“   „ო“  და   „პ“   ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის  დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების  N1 დანართის მე-9 მუხლის  მე-3 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ   ბრძანებით  დამტკიცებული   „უმაღლესი  განათლების   მართვის საინფორმაციო სისტემის  შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების„  მე-7 მუხლის  მე-2  პუნქტის, ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა   ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 19 სექტემბრის N 26955/28, სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის  20 სექტემბრის N27126/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის   2023 წლის  19 სექტემბრის   N 26965/29, მედიცინის  ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 20 სექტემბრის N27077/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2023 წლის 19 სექტემბრის  N26993/26, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 20 სექტემბრის N7147/31-03 წარდგინებებისა   და უმაღლესი განათლების მართვის  საინფორმაციო სისტემაში სსიპ-განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ასახული დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ მობილობის წესით  2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან  სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი   სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:

 1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1);
1.2.  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
1.3. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი   (დანართი №3);
1.4. იურიდიული ფაკულტეტი  (დანართი №4);
1.5. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №6);

2.   თსუ-ს   რექტორის   ბრძანება   გამოცემიდან    აისახოს   სსიპ-განათლების    მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია