,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრფიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 17 ოქტომბრის N24/04 ერთობლივი ბრძანების და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2023 წლის 8 ნოემბრის N33761/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის 2023 წლის 7 ნოემბრის საკონკურსო კომისიის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:
ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება
ნიკოლოზ სუქნიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული( 4 წლის ვადით)
ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება
ანა ფალავანდიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული(4 წლის ვადით)
საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება
ელეონორა ჭანია - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორია
ზაზა გულაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული(4 წლის ვადით)
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება არჩეულ პერსონალთან;
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ვახუშტი ბაგრატიონინის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია