Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის “მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის დადგენილების და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ემერიტუს დეკანის 2023 წლის 28 ნოემბრისა SDSU 184-11-2023 და 2023 წლის 8 დეკებრის SDSU 190-12-2023 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე ,,კომპიუტერული მეცნიერება’’ - 15 ვაკანტური ადგილი;

2. ამ ბრაძანების პირველ პუნქტში მითითებულ შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება მიეცეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების - „კომპიუტერული მეცნიერება“ და „კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)“ I-IV სემესტრის სტუდენტებს.

3. შიდა მობილობის პროცესი წარიმართოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემის გარეშე;

4. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა განაცხადის მიღების ვადად განისაზღვროს 13-15 დეკემბერი;

5. შიდა მობილობის კონკურსი წარიმართოს ორ ეტაპად: განაცხადის საფუძველზე საკონკურსო ვაკანტური ადგილების ფარლგებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული რანჟრებული ქულის, ხოლო საბოლოო შერჩევა გასაუბრების საფუძველზე;

6. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 18 დეკემბრისა;

7. 18 დეკემბერს კონკურსის მე-2 ეტაპის გასაუბრების ორგანიზება დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს;

8. სტუდენტების შერჩევის შემდგომ ფაკულტეტს დაევალოს სტუდენტებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება.

9. სწავლის დასრულების შემდგომ ფაკულტეტმა უზრუნველყოს კრედიტების აღიარება და ხსენებული აღიარების თოაბაზე სტუდენტთა თანხმობის შემთხვევაში სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია სტუდენტების თაოაბზე, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ შიდა მობილობის პროცესში და შეიცვალეს საგანმანათლებლო პროგრამა.

10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

11. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია