Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 37775/10; 12.12.2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 14 დეკემბერს. 3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე

 შოთა ფოთოლაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი

 თეა გერგედავა, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია