Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაზღვრული საუნივერსიტეტო პოლიტიკის და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესის სფეროში არსებული საკითხების სრულფასოვან შესრულებასა და რეალიზებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას რექტორთან არსებული საბჭო (შემდგომში - ,,საბჭო“) შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია, უნივერსიტეტის რექტორი - საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ერეკლე ასტახიშვილი, რექტორის მოადგილე - საბჭოს წევრი;

დ) ნინო გვენეტაძე, რექტორის მოადგილე - საბჭოს წევრი;

ე) კახაბერ ჭეიშვილი, რექტორის მოადგილე - საბჭოს წევრი;

ვ) გიორგი შამათავა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - საბჭოს წევრი;

ზ) შოთა ფოთოლაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი- საბჭოს წევრი;

თ) ნანა გაფრინდაშვილი, ჰუმანიტარულ მენციერებათა ფაკულტეტის დეკანი - საბჭოს წევრი;

ი) მზია წერეთელი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - საბჭოს წევრი;

კ) სალომე დუნდუა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - საბჭოს წევრი;

ლ) მაია ბიწკინაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - საბჭოს წევრი;

მ) თამარ ზარანდია, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - საბჭოს წევრი;

ნ) გიორგი ღაღანიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - საბჭოს წევრი;

ო) რამაზ ხომერიკი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - საბჭოს წევრი.

2. საბჭო, მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, მისთვის წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში უფლებამოსილია უნივერსიტეტის სტრატეგიის განვითარების მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარისგან, სხვა ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულიდან ან ცალკეული თანამდებობის პირისგან მიიღოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც პერიოდულად შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენის მიზნით.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია