Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ 4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 13 დეკემბრის N37973/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივი ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-11 ქვეპუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ა) უნივერსიტეტის კრიტერიუმებით შერჩევის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემულ ცხრილზე დაყრდნობით;

    მინიმალური

ქულა
მაქსიმალური

ქულა
პროფესიული

სტატუსი (0-5 ქულა)
რექტორი/რექტორის

მოადგილე/დეკანი
0 5
დამოუკიდებელი სამეცნიერო-

კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი/ცენტრალური ადმინისტრაციული ერთეულის (დეპარტამენტი, სამსახური, ცენტრი) ხელმძღვანელი
0 4
ფაკულტეტის დეკანის

მოადგილე/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
0 3
საფაკულტეტო

ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი/აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი
0 2
ERASMUS+ ICM პროგრამების

კოორდინირებასთან კავშირში მყოფი ადმინისტრაციულ ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული  პირი
0 1
აკადემიური რანგი

(0-5 ქულა)
პროფესორი 0 5
ასოცირებული პროფესორი 0 4
ასისტენტ პროფესორი 0 2
ასისტენტი 0 1
სხვა (საათობრივად მოწვეული

ლექტორი, ლაბორატორიის პერსონალი, მასწავლებელი და ა.შ.)
0 0
პრეზენტაბელურობა

შესარჩევი ინტერვიუს პროცესში (0-45 ქულა)
სწავლების მიზნით მობილობის

შემთხვევაში: შემოთავაზებული სამუშაო გეგმის გავლენა მშობლიური ფაკულტეტის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის/აკადემიური პროგრამის  აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერებაზე
ან

ადმინისტრაციული მიზნით მობილობის შემთხვევაში : შემოთავაზებული სამუშაო გეგმის გავლენა იმ სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე, სადაც აპლიკანტი დასაქმებულია
0 10
  კონკურსში მონაწილეობის

მომენტში
   
მობილობის შესაძლო გავლენა

თსუ-სა და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის არსებული ინსტიტუციონალური კავშირების გაძლიერებაზე
0 10
მობილობის განხორციელების

მოტივაცია
0 10
მობილობისთვის რელევანტულ

უცხოურ ენაში კომპეტენციის დონე
0 10
თსუ-ს მონაწილეობით

განხორციელებული გაცვლითი და მობილობის პროგრამების ადმინისტრირებაზე გავლენა
0 5
ახალი აპლიკანტი

(გამოცდილების არ მქონე) (0-4 ქულა)
K107/K171                    პროგრამაში

გამოცდილების   არ  მქონე   -   4

ქულა

1-დან  2 მობილობა ბოლო 6 სემესტრის  განმავლობაში - 3 ქულა
3-დან  4 მობილობა ბოლო 6 სემესტრის  განმავლობაში - 2 ქულა
5 დან  6 მობილობა ბოლო 6 სემესტრის  განმავლობაში - 1 ქულა
0 4
  6  მობილობაზე   მეტი   ბოლო  6

სემესტრის    განმავლობაში   -   0

ქულა
   
შეზღუდული

შესაძლებლობები (0-

1 ქულა)
შშმპ სტატუსი 0 1
       

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

რექტორი ჯაბა სამუშია

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე