Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ზ’’  ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლისა  და  63-ე  მუხლის,   ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის  უფროსის 2023 წლის 14 დეკემბრის N38093/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის  შექმნის  შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის  N200/02-01 ბრძანების      ძალადაკარგულად     გამოცხადების  შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს   N114/02-01 ბრძანებაში  და აღნიშნული ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კომისიის  თავმჯდომარე);
ბ) საფინანსო დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარის  მოადგილე);
გ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის  წევრი);
დ) იურიდიული დეპარტამენტის  უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის  წევრი);
ე) პერსონალის მართვის დეპარტამენტის  უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის  წევრი);
ვ) მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის  წევრი);
ზ)  საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტამენტის    უფროსი/უფროსის   მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის  წევრი).

2. სატენდერო კომისიის  ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის ურუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:ა) ირმა აბრამიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი; 
ბ)  ანეტა  მერკვილიშვილი  –  საფინანსო  დეპარტამენტის   შესყიდვების  განყოფილების უფროსის მოადგილე;
გ)  ლელა კოპალეიშვილი  –  საფინანსო  დეპარტამენტის   შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ) დინარა ტიკარაძე – საფინანსო დეპარტამენტის  შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ე)  ლია ბაყაშვილი  –  საფინანსო დეპარტამენტის  შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ვ)  შოთა  გაბადაძე  –  საფინანსო  დეპარტამენტის   შესყიდვების  განყოფილების სპეციალისტი;
ზ) რეზო ფხალაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი;
თ) თეონა ჩონიაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი;
ი) სალომე ბერიძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი;
კ) ნინო დუნდუა - საფინანსო დეპარტამენტის  შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი;
ლ) მირიან ბლუაშვილი  - საფინანსო დეპარტამენტის  შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი;
მ)   ლევან   იობაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი.“.

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე