Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების   შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის  პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების, 322 მუხლის  პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის № 63/2017 დადგენილების  - ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა  და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 ნოემბრის  N28/04 ერთობლივი  ბრძანების, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   არნოლდ ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის  2023 წლის  14 დეკემბრის N38027/10 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის  - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად;
2.  უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ  გამოცხადებული  ვაკანსიის  პროფილის მიხედვით დოქტორის ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში  სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
4. კონკურსის  მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება  სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 20 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 22 იანვრიდან 2024 წლის 25 იანვრის ჩათვლით.  საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი   ოქმი  დასამტკიცებლად    წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 26 თებერვლისა;
6.  კონკურსი  გამოცხადდეს  არნოლდ ჩიქობავას  სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ლექსიკოლოგიის განყოფილება

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული

7. უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობაზე    გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)   განცხადება    საკონკურსო    კომისიის    სახელზე    დადგენილი    ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო  საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ)  სამეცნიერო-კვლევითი   საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
8. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება 2024 წლის 22 იანვრიდან  2024 წლის 25 იანვრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში
- არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტში. მისამართი:  თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი №306, საკ. ნომერი 599 400 728;
9.   ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. ბრძანება განთავსდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
11.  წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან   ურთიერთობის დეპარტამენტი,   საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტამენტი, არნოლდ ჩიქობავას
სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე