Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა   და   მეცნიერების    მინისტრის     2013 წლის     11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის,  29-ე მუხლის  მე-  2 პუნქტის,   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის  22 დეკემბრის   N 118 დადგენილების  - „სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია  თსუ   წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ,  ოქმი   N10;  29.  12. 2014წ), თსუ აკადემიური  საბჭოს  2018 წლის  30 აპრილის №113 დადგენილების  - „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა   და   პირობების   დამტკიცების   შესახებ“   (დამტკიცებულია   თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის   ერთიანი   საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 22 სექტემბრის    N20/04 ერთობლივი   ბრძანებისა    და    ზუსტ   და    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის რამაზ ხომერიკის 2023 წლის 6 დეკემბრის N37043/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ  და   საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ  პროფესორად 7  (შვიდი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის მქონე პირი,   რომელსაც  აქვს   არანაკლებ  3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 20 დეკემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 22 იანვრიდან 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი მარტისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებული   პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი კათედრა: ტექნიკური ინფორმატიკა
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

კათედრა: გამოყენებითი ინფორმატიკა
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

5. ასოცირებული   პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი   ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა   იყოს  როგორც ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)  ცნობა  „სქესობრივი  თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6. ასოცირებული   პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევი  კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური  საბჭოს N113/2018 დადგენილების  დანართი 1-ის მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით  გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე)     და დაადასტუროს  ინფორმაცია იმის  შესახებ,  რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 22 იანვრიდან 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს „თბილისის უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია  ცენტრი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე