Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის,  29-ე მუხლის  მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური   პერსონალის სამსახურში   მიღებისა  და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია  თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების  დამტკიცების შესახებ“  (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 22 სექტემბრის   № 20/04 ერთობლივი ბრძანების,  ეკონომიკისა  და  ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის  გიორგი ღაღანიძის 2023  წლის 15 დეკემბრის N38172/29 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი   ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის   (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე საგანმანათლებლო დისციპლინების ინგლისურ ენაზე წარმართვის მიზნით) ასისტენტ
- პროფესორების სამსახურში  მისაღებად.
2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი)  წლის ვადით შეიძლება არჩეულ
იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
3. კონკურსი   გამოცხადდეს  2023 წლის   25 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 26 იანვრიდან  2024 წლის 2 თებერვლის ჩათვლით.   საკონკურსო   კომისიის   შემაჯამებელი    ოქმი   თსუ  აკადემიურ   საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის  პირველი მარტისა.
4. კონკურსი      გამოცხადდეს     ეკონომიკისა     და          ფაკულტეტის      (ეკონომიკის საერთაშორისო    სკოლა) ასისტენტ   -  პროფესორების აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

მიკროეკონომიკის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - კატეგორია „ა“;
მაკროეკონომიკის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - კატეგორია „ბ“;

5. ასისტენტ-პროფესორების თანამდებობაზე  ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)    კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა  იყოს როგორც ნაბეჭდი,  ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით); 
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)  ცნობა  „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე)  ინგლისურენოვანი საბაკალავრო და  სამაგისტრო  პროგრამების  საჭიროების გათვალისწინებით,  ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი პერიოდის ინგლისურ ენაზე პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი  (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ინგლისურენოვანი  საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სწავლება ინგლისურ ენაზე) მათ შორის შესაძლებელია, როგორც საქართველოში,  ისე   საქართველოს ფარგლებს გარეთ;
ვ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
ი) სამოტივაციო წერილი;

6. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის  მიღების  მიზნით, ვალდებულია  გაეცნოს თსუ   აკადემიური  საბჭოს N113/2018 დადგენილების  დანართი  1-ის  მე-3  მუხლის   მე-3  პუნქტის  მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს   თანხმობა    მხოლოდ   ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტთან  აფილირების შესახებ  (რაც ძალაში შევა მის მიერ      შესაბამისი       აკადემიური      თანამდებობის       დაკავებისთანავე)       და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური 
ხასიათის     დოკუმენტი   (ხელშეკრულება,    შეთანხმება    ან    სხვ.)    სხვა    უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის   26 იანვრიდან   2024 წლის  2 თებერვლის ჩათვლით,   1000-დან 1700   საათამდე, შესვენება 1300-დან 14-მდე, (შაბათ-კვირის  გარდა), ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი,  უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ  X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს "თბილისის  უნივერსიტეტი" ელექტრონულ გვერდზე.
9.  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებ-გვერდზე  განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ   ერთეულებს    (საფინანსო   დეპარტამენტი,    პერსონალის  მართვის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე