Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2023 წლის 26 დეკემბრის N7 სხდომის ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ქ. თბილისში, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქეთევან დედოფლის გამზ. N55- ში მდებარე ქონების განკარგვასთან დაკავშირებით, შესაბამისი დასკვნის (რეკომენდაციის) მომზადების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ინგა სანიკიძე - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ბ) ზურაბ გაიპარაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

გ) ნიკო ჯავახიშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) ალექსანდრე ბოშიშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ -პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) დავით ნებიერიძე - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ვ) კახა კუჭუხიძე - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი.

2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს სხდომის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა, სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა საღინაძე