Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანების „1.1.“ პუნქტში და „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის

„გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ბრძანების „1.1.“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდები ნაცვლად 22 - 27 ივლისისა დაენიშნოთ 19-20 სექტემბრის პერიოდში (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 16 ივლისი - 18 სექტემბერი.)“

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანების „1.2.“ პუნქტში და „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის

„გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილე მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ბრძანების „1.2.“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდები ნაცვლად 19 - 25 ივლისისა დაენიშნოთ 26-27 სექტემბრის პერიოდში (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 14 ივლისი - 25 სექტემბერი.)“

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

რექტორი ჯაბა სამუშია