,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 28 თებერვლის N46/02-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მარია ლუიზა ნორტონ პინტუ ტეიშეირა - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;
გ) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი - კომისიის წევრი;
დ) რუსუდან დოლიძე - ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) ანა გველესიანი - ენების შემსწავლელი ცენტრის ესპანური ენის მასწავლებელი
ვ) ეკატერინე ფირცხალავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - კომისიის წევრი;
ზ) მაია ჭელიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი;
2. დამტკიცდეს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი1);
3. დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის საკონკურსო კომისიის მუშაობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 14 მარტიდან 2024 წლის 19 მარტის ჩათვლით.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი);
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი