Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლების პირველი პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე - 9 პუნქტის, მე -15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის მე - 2 მუხლის მე - 7 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით, ეთიკის კოდექსით, შრომითი ხელშეკრულებით, ასევე შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის სფეროში უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სხვა აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა, ასევე მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესი“ (დანართი N1).

2. კონტროლი ბრძანების მოთხოვნათა შესრულებაზე დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

4. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან გაუქმდეს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ერთობლივი ბრძანება.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი